სამშენებლო კომპანია ჯორჯიან გრუპი, რომელიც წარმოადგენს კომპანია რეალ პალასის შვილობილ კომპანიას, გთავაზობთ ახალ ელიტარულ საცხოვრებელ სახლს ჰოლიდეი რეზიდენს რომელიც მდებარეობს ზღვიდან სულ რაღაც, 200 მეტრში, გამწვანებულ მშვიდ და მყუდრო გარემოში, ახალ ბულვარში.
ჰოლიდეი რეზიდენსი პირველ რიგში გამოირჩევა სამშენებლო ხარისხით,კომპლექსი შენდება ახალი რეგულაციებით, სამშენებლო მასალების მხრივ გამოირჩევა, ენერგოეფექტური მინაპაკეტით, ცეცხლგამძლე ბლოკით, ვენტილირებადი ფასადით,ხმის დამხშობი იზოლაციით, MITSUBISHI-ს ფირმის ლიფტებით.
კორპუსი უზრუნველყოფილი იქნება,თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი მოქმედი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. სადარბოზო მოპირკეთებული იქნება ბუნებრივი ქვით და გრანიტით, შესასვლელი კარი რკინის ცეცხლაგამძლე. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომპლექსი გათვლილი იქნება სეისმოლოგიურად 8 ბალზე.